პირდაპირი შეფრქვევის (DI) სისტემის სარქვლების საწმენდი.
მძლავრი საწმენდი ქაფი, შემუშავებულია_რათა სწრაფად, მარტივად და უსაფრთხოდ მოვაშოროთ ნახშირის ნადები და სხვა დაბინძურება ჰაერის შემკრები სისტემიდან, შემშვები სარქვლებიდან, სარქვლების „უნაგირებიდან“ და წვის კამერიდან. სწრაფად აღადგენს ჰაერის ცირკულაციას და ძრავის სიმძლავრეს.
- წმენდს სარქვლების ღერძებსა და „უნაგირებს“
- წმენდს წვის კამერასა და დგუშების ძირს.
- აღადგენს ჰაერის მიდინებას ძრავამდე
- აღადგენს ძრავის კორექტულ მუშაობას
აუმჯობესებს სარქვლების, მფრქვევანებისა და გამონაბოლქვის რეცირკულაციის სარქვლების (EGR-ის) მდგომარეობას.
თავსებადობა: ყველა სახის ბენზინისა და ბენზინის-ჰიბრიდული, დიზელისა და დიზელის- ჰიბრიდული ძრავებისთვის.
არ გამოიყენოთ ისეთ ავტომობილებში, რომელთა გამაგრილებელი (ინტერქულერი) ინტეგრირებულია შემავალ კოლექტორთან.
თუ წმენდის პროცესში წარმოიქმნა უკუაალება ან ჭარბი კაკუნის ხმა, შეაჩერეთ შესხურება, ამუშავეთ ძრავი3-4 წუთის განმავლობაში თავისუფალი სვლის რეჟიმში და შემდეგ გააგრძელეთ პროცესი. თუ წმენდის შემდეგ დეტონაცია მაინც შენარჩუნდა, ეს მიუთითებს ძლიერ დაბინძურებაზე და საჭიროებს ხელით გაწმენდას.
გამოყენება:
✓გამოყენების წინ შეამოწმეთ დიზელის ნაწილაკების ფილტრის (DPF) წნევა. თუ ის 50%-ზე მეტია_გაწმინდეთ Wynn’s ნაწილაკების ფილტრის გამწმენდით (Wynn’s DPF & GPF ON-CAR CLEANER, W29079).
✓თუ შემშვები კოლექტორი ძლიერ დაბინძურებულია, პროცედურის დაწყებამდე საჭიროა მისი ხელით გაწმენდა.
✓ დარწმუნდით, რომ ძრავა მუშა მდგომარეობაშია.