გაძლიერებული ვინტების დასაფიქსირებელი საშუალება.
ხრახნების დასაფიქსირებელი საშუალება (ძლიერი ფიქსაცია) SCHRAUBEN-SICHERUNG HOCHFEST
გამოიყენება ზედმეტი დატვირთვებისა და ვიბრაციით გამოწვეული ჩამაგრების თვითმოშვების თავიდან აცილების მიზნით, კუთხვილის ან ვიწრო ღრეჩოების ჰერმეტიზაციისათვის, იცავს კოროზიისგან.
იდეალურია ავტომობილთა და მოტოციკლეტების ძრავის, ტრანსმისიისა და სავალი ნაწილის ნებისმიერი კუთხვილიანი მაერთებლებისათვის, ასევე გამოიყენება მრეწველობაში. მუშაობს ზეთიან ზედაპირზეც. ფლაკონი ქარხნულად შევსებულია ნახევრად რათა შემადგენლობას ჰქონდეს ჰაერთან კონტაქტი.
SCHRAUBEN-SICHERUNG HOCHFEST არის დაბალი სიბლანტის მქონე შემადგენლობა მწვანე ფერის მეტაკრილის ეთერზეთების ბაზაზე. მაგრდება ვიწრო ღრეჩოებში ჟანგბადის წვდომის გარეშე (ანაერობული მექანიზმი). გამაგრების სიჩქარე დამოკიდებულია მასალის ზედაპირზე, გალვანური დაფარვა ანელებს გამაგრებას, ფოსფატაცია კი პირიქით აჩქარებს. მედეგია ქიმიური რეაგენტებისა და ვიბრაციის მიმართ. გამოყენების ფართო დიაპაზონი -55°С -დან +150°С-მდე. ხრანხნის მოშვებისთვის საჭირო ძალის მომენტი - 28-56 Н·М. კუთხვილის მაქსიმალური ზომა М10. ფოლადზე სრული გამაგრების დრო დაახლოებით 8 საათი, პოლიმერიზაციის დაწყების დრო 10-15 წუთი.
- მდგრადია მაღალი ვიბრაციისადმი
- გამოყენების ფართო დიაპაზონი
- სწრაფად მაგრდება
- გამოიყენება ზეთიან ზედაპირზე
- ამჭიდროებს კუთხვილს, ხელს უშლის ხრახნის მოშვებას.
ხელს უშლის აგრეგატებში მყოფ ხრახნების მოშვებას და უზრუნველყოფს საიმედო ექსპლუატაციას.