აეროზოლი საპოხი ლითიუმი.
ლითიუმის საცხი იცავს სხვადასხვა მექანიზმებს და დეტალებს ნესტის, კოროზიის და ცვეთისაგან. კერძოდ: კარების საკეტებს და პეტლებს, მცირედ დატვირთულ ბურთულოვან საკისრებს, ტროსებს, კარებების შუშის ამწევებს, ანტენებს, სამუხრუჭე მექანიზმების ცალკეულ დეტალებს, სავარძლის ციგებს, ელექტრო აღჭურვილობის ელემენტებს, ჯაჭვურ გადამცემებს და სხვა. გამოიყენება ავტომობილების, მოტოციკლების, კატერების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და საყოფაცხოვრებო ელექტრო ინსტრუმენტ-ხელსაწყოების მომსახურეობისთვის. საცხი ხასიათთება მაღალი ანტიფრიქციული ეფექტურობით, ქიმიური მდგრადობით, მექანიკური სტაბილურობით, აბრკოლებს შემაერთებელი დეტალების დაჟანგვას. ინარჩუნებს თავის თვისებებს - 400-დან +1200C-მდე ტემპერატურის ფარგლებში.
მოხმარების წესი: საცხი გამოიყენეთ არა ნაკლებ +100C ჰაერის ტემპერატურის პირობებში. გამოყენების წინ ენერგიულათ შეანჯღრიეთ ბალონი. შემდეგ საცხი თხლად დაადეთ ზედაპირული ჟანგისგან და ნამწვავისგან გაწმენდილ დასამუშავებელ დეტალებზე.
ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი დაზიანების თავიდან ასაცილებლად. არ ჩაყლაპოთ. მოარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ 500C-ზე ზემოთ. არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი!