ძრავის გამოსარეცხი.
მაღალკონცენტრირებული სარეცხი საშუალება ძრავისა და შესაზეთი სისტემის შიგნიდან გამოსარეცხად ზეთის შეცვლის პროცესში.
ხსნის და სუსპენზიის სახით გამოაქვს ჭუჭყი და ნადები კარტერიდან და ძრავის ზედა ნაწილიდან. ხელს უშლის ჭუჭყის შეწებებას და გაჭედვას. იცავს ძრავს შემდგომი გაჭუჭყიანებისგან. ლითონის ზედაპირებზე წარმოქმნის ხახუნის შესამცირებელ და ცვეტის შემაჩერებელ აპკს. ერევა ყველა სახის ზეთს. არ აზიანებს კატალიზატორს.
გამოყენების წესი: გამოიყენება ბენზინის, დიზელისა და LPG ძრავებისთვის, ასევე მხოლოდ (!) მექანიკური კოლოფებისთვის, დიფერენციალისა და რედუქტორისთვის.
1 ბოთლი (325 მლ) დაუმატეთ 3-6 ლიტრ ზეთს ზეთის შეცვლამდე (!). ამუშავეთ ძრავი 15 წთ, ან გაიარეთ 15 კმ სხვადასხვა სიჩქარით. შეცვალეთ ზეთი და ფილტრი.
მექანიკური კოლოფისა და დიფერენციალისთვის: დაუმატეთ ზეთის 5% მოცულობით. მართეთ ავტომობილი 1-8 საათი. შემდეგ გამოდევნეთ ძველი ზეთი და შეავსეთ ახლით.
წონა: 325 მლ.