Main Menu

Menucool McMenu

ძებნა

ძებნის კრიტერიუმები

 
 
 
 

თქვენი ძიების კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტები

დაალაგეთ:  
არ არის ხელმისაწვდომი
40.00₾
რადიატორიდან წვეთვის შემაჩერებელი. (62011)

აჩერებს მცირე წვეთვას გამაგრილებელი სისტემიდან. იცავს დეტალებს კოროზიისგან.

გამოყენება: გამოიყენება ყველა სახის რადიატორისთვის, ერევა 12 ლიტრამდე სითხეს.

გამოყენების სფეროები: მსუბუქი და მძიმე ტვირთამწეობის ავტომობილები, მოტოციკლები, საზღვაო და აგრარული ტექნიკა.

წონა: 300მლ.

22.00₾
რადიატორიდან წვეთის შემაჩერებელი (დიდი მანქანებისთვის). (W45695 )

სითხე აჩერებს რადიატორიდან, გამაგრილებელი და გამათბობელი სისტემებიდან მცირე წვეთას, ასევე_ძრავის ხუფის შუასადებიდან. გააჩნია ანტიკოროზიული მოქმედება. არ აზიანებს შუასადებებსა და რეზინის დეტალებს.

თავსებადია ყველა სახის ანტიფრიზთან, ასევე OAT (ორგანულ მჟავებზე დამყარებული  ტექნოლოგიის) გამაგრილებელ სითხეებთან.

გამოიყენება ბენზინის და ბენზინის-ჰიბრიდულ, დიზელისა და დიზელის-ჰიბრიდულ, თხევად გაზზე მომუშავე მანქანებში.

გამოიყენება, ასევე, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.

გამოყენება: დაამატეთ პირდაპირ გამაგრილებელ სისტემაში პროპორციით: 0.3-დან 0.6 ლიტრამდე 10 ლიტრ გამაგრილებელ სითხეზე.

თუ გამაგრილებელი სისტემა ძლიერ დაბინძურებულია, წინასწარ გამორეცხეთ Wynn’s გამაგრილებელი სისტემის გამოსარეცხი სითხით (Wynn’s Cooling System Flush, W45944).

სჯობს დაამატოთ გახურებულ ძრავზე, როცა ტემპერატურის ისარი დგას Hot მაჩვენებელზე. ამუშავეთ 5-10 წუთის განმავლობაში.

წონა: 1 ლ.

50.00₾
ცილინდრების ბლოკის აღმდგენი. (W72250)
აღადგენს (ავსებს) ბზარებს დემონტაჟის გარეშე
ჰაერთან შეხებისას წარმოქმნის მყარ შრეს. მოქმედებს 30 წუთში. აღადგენს ბზარებს რკინის, ფოლადისა და ალუმინის ბლოკებში დემონტაჟის გარეშე. აჩერებს გაჟონვას შუასადებიდან. უძლებს მაღალ წნევას, წყლის წნევასა და ვიბრაციას. არ ახშობს მილებს. არ აღადგენს რეზინის შუასადებებს.
გამოიყენება ცილინდრების ბლოკის გარეგანი და შიდა ბზარებისთვის, რაც იწვევს წყლის გარე და შიდა გაჟონვას და გადასვლას ზეთის სისტემაში ან წვის კამერაში. გამოიყენება თეთრი გამონაბოლქვის დროს!! გამოიყენება ყავისფერი შეფერილობის წყალ-ზეთის ემულსიის შემჩნევისას (ზეთის სახურავზე).
გამოყენება:
----------------
რადიატორის ძველი სითხე შეცვალეთ წყლით. დაამატეთ Wynn’s Cooling System Flush, ამუშავეთ ძრავი 15 წუთის განმავლობაში. გამოუშვით სითხე და გამოავლეთ წყალი. შეავსეთ სისტემა ისევ წყლით. მოხსენით ზედა შლანგი და თერმოსტატი. შეანჯღრიეთ ბოთლი, თუ ძალიან ცივია შეათბეთ. ჩაასხით სითხე თერმოსატის მოხსნის ადგილას. 325 მლ ყოფნის 8 ლიტრ წყალს. დააბრუნეთ ყველა დეტალი თავის ადგილას-გარდა თერმოსტატისა! შეავსეთ წყლის დონე წყლით. გაათბეთ ძრავი. ამუშავეთ 15-20 წუთი. შეამოწმეთ წყლის ტემპერატურა. გააჩერეთ და გააციეთ ძრავი. გამორეცხეთ რადიატორი და შეავსეთ ანტიფრიზისა და წყლის ნარევით. დააბრუნეთ თერმოსტატი თავის ადგილას.
ნაპრალები ცილინდის კედელში: ჩაატარეთ იგივე

პროცედურა, დაზიანებული ცილინდრიდან მოხსენით აალების სანთელი ან დიზელის გამათბობელი. თუ რამდენიმე ცილინდრია დაზიანებული, თანდათანობით მოხსენით სანთლები, 5-5 წუთით.
დიდი ზომის ნაპრალების შემთხვევაში: ჩაატარეთ იგივე 
პროცედურა, მაგრამ Wynn’s-ის სითხე დატოვეთ გამაგრილებელ სისტემაში 3-4 დღის განმავლობაში და შემდეგ გამოუშვით. 
26.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 15 მდე, ჯამში 15 ( 1 გვერდი)
  • 1