Main Menu

Menucool McMenu

კარბურატორის და პრისკის გასაწმენდი აეროზოლი.

17.05₾
რაოდენობა:

სწრაფად, ეფექტურად და შრომატევადი დემონტაჟის გარეშე იძლევა საშუაებას გაიწმინდოს კარბურატორი ყველა სახის ნახშირწყლოვანი ნადებებისგან, რომლებიც წარმოიქმნება ავტომობილის ექსპლუატაციისას. წმენდს სათბობის კამერებს, ნემსოვან სარქველს, ჟიკლიორებს, აღადგენს საჰაერო ხუფის ღერძის მოძრაობას. ძრავის მუშაობას ახდენს უფრო სტაბილურს. აგრეთვე გამოიყენება იჟეკტორული ძრავების დროსელური სახურავების და კარტერული აირების ვენტილირების სარქველების გასაწმენდად.

ყურადღება! კატეგორიულად აკრძალულია გამწმენდის გამოყენება, თუ ძრავის ტემპერატურა აღემატება +500c-ს. კარბურატორის გაწმენდის წესი: ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. მოხსენით ჰაერის ფილტრი, აამუშავეთ ძრავა, კარგად შეასხურეთ საშუალება კარბურატორის ყველა ხილულ ნაწილებს. ყურადღება! სანამ აამოქმედებთ ძრავას ფილტრის გარეშე, დარწმუნდით რომ კარბურატორში გამორიცხულია მტვერის და სხვა ჭუჭყის მოხვედრა. დროსელური სახურავების ბერკეტების გაწმენდისას შეინარჩუნეთ ძრავის მაღალი ბრუნვები. ჟიკლერების გასაწმენდად გამოიყენეთ მიმაგრებული დასაგრძლებელი მილაკი. გამორთეთ ძრავა და ჰაერის ფილტრი დააბრუნეთ თავის ადგილას.

ინჟექტორული ძრავების დროსელური სახურავების გაწმენდის წესი: ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. მოხსენით ჰაერის ფილტრი, აამუშავეთ ძრავა, კარგად შეასხურეთ საშუალება ჰაერის მიწოდების ჩაშვების მაგისტრალში და აამუშავეთ ძრავა მაღალი ბრუნვით 3-5 წუთის განმავლობაში. ყურადღება! ფილტრის გარეშე ძრავის ამუშავებისას დარწმუნდით, რომ შემავალ კოლექტორში გამორიცხულია მტვერის და სხვა ჭუჭყის მოხვედრა.

ყურადღება! აარიდეთ სითხე ლაქით დაფარულ ზედაპირებს! თუ კი მოახვედრებთ - სასწრაფოდ გარეცხეთ წყლით! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას, აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი. არ ჩაყლაპოთ. აარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ +500c-ის. ზემოთ, არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

შემადგენლობა: ორგანული გამხსნელები >30%, პროპან-ბუტანი >30%, CO2<5%.

წონა: 400 მლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

  • ხელმისაწვდომობა: გაყიდვაშია
  • პროდუქციის კოდი: 218
  • მწარმოებელი: GoodYear

შეაფასეთ

შენიშვნა: HTML შენიშვნა არ არის მხარდაჭერილი!
W3.CSS

უფასო მიწოდება

100 ლარზე ზევით ყველა შენაძენზე

უსაფრთხო გადახდა

ნებისმიერი პლასტიკური ბარათით

სწრაფი მიტანა

მთელს საქართველოში

დიდი არჩევანი

5000+ პრემიუმ პროდუქტი

  • ASHIKA
  • Herth+Buss
  • Js-Asakashi
  • MAHLE
  • MICHELIN
  • SIKENAI Industrial Co., Limited
  • XADO
  • Mitasu
  • Valvoline Inc.
  • LIQUI MOLY
  • Dr. Marcus
  • Aeron
  • Philips
  • ZPV ROŽNOV, s.r.o.
  • Radiator Specialty Company
  • Treatment Products Ltd.
  • Wynn’s
  • Technical Chemical Company
  • GRASS
  • GOODRIDE
  • GoodYear
  • ABRO
  • BERENT
  • DNIPRO-M
  • 2E
  • YATO
  • GAT
  • Kiehl Group
  • შპს "ელექსირ საქართველო"
  • Choetech
  • DELTA
  • Bosch
  • WURTH
  • Belkin
  • hauck GmbH & Co. KG
  • OSANN
  • AutoCare Ltd.
  • Stern Austria
  • BERNER
  • MEYER CHEMIE GmbH & Co. KG
  • NGK SPARK PLUG CO. LTD.
  • DENSO CORPORATION.
  • FÖRCH
  • Ferdinand Bilstein GmbH + Co. KG
  • ENEOS Corporation
  • Makita
  • Milwaukee
  • Melle Sp. o.o.