ძებნა
ძებნის კრიტერიუმები
თქვენი ძიების კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტები
გამოიყენება ავტომობილის მექანიკური გადაბმების მოსავლელად (კარებების, საბარგულის და კაპოტის კლიტე-საკეტები და პეტლები, კარებების შუშის ამწევები, ტროსები, ამძრავები და სხვა). დაბალი ტემპერატურის პირობებში ხელს უშლის კარების, საბარგულის და კაპოტის რეზინის დეტალების მოყინვას და დაბზარვას. იცავს კოროზიისგან, სპობს არასასიამოვნო ხმაურს. ეს არის შეუცვლელი საშუალება
სამრეწველო აღჭურვილობის მოსავლელად (პრეს-ფორმების შესაზეთად, პლასტიკური და რეზინის ნივთების წარმოებისას, ქიმიური ბოჭკოების ფილერების წარმოებაში). ინარჩუნებს თავის თვისებებს - 400-დან +1200C-მდე ტემპერატურის ფარგლებში.
მოხმარების წესი: გამოყენების წინ ენერგიულად შეანჯღრიეთ ბალონი. საცხი თხლად დაადეთ დასამუშავებელ ზედაპირზე, ხოლო რეზინის დეტალებს ჭარბი ხსნარი მოაცილეთ სუფთა მშრალი ტილოთი.
ყურადღება! ხანძარშაშიშია! ბალონი წნევის ქვეშაა. არ მოწიოთ ხმარებისას. მოხმარებისას აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი საშუალებები თვალების და კანისთვის, აგრეთვე სპეცტანსაცმელი. არ ჩაყლაპოთ. მოარიდეთ დარტყმას და პირდაპირ მზის სხივებს. არ გააცხელოთ 500C-ზე ზემოთ. არ გახსნათ და არ დაწვათ ცარიელი ბალონიც კი! აარიდეთ თვალებს. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. არ იხმაროთ ღია ცეცხლთან და გავარვარებული ნივთების სიახლოვეს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
იცავს და შეზეთავს პლასტმასის, რეზინისა და ლითონის დეტალებს. იცავს რეზინის დეტალებს გაყინვისა და გამოშრობისგან. ამცირებს ხმაურს, წყალამრიდი და წყალგაუმტარია. აუმჯობესებს წებოვნებას.
გამოყენება: გამოიყენება ყველა სახის ელექტრული კონტაქტებისთვის, რეზინის, პლატსმასის და ლითონის დეტალებისთვის.
გამოყენების სფეროები: მსუბუქი და მძიმე ტვირთამწეობის ავტომობილები, მოტოციკლები, საზღვაო და აგრარული ტექნიკა.
წონა: 400მლ.
გამოიყენება მაყუჩის აღსადგენად. აღადგენს მცირე ნახვრეტებსა და ნაპრალებს. უძლებს 1000°-მდე ტემპერატურას.
გამოყენების წესი : მოხმარების წინ დეტალები კარგად გაწმინდეთ და მოაშორეთ ჟანგი. დანის საშუალებით წააცხეთ დაზიანებულ ადგილს. შემდეგ ჩართეთ ძრავი და ამუშავეთ რამდენიმე წუთი. თუ საჭიროება მოითხოვს, დაარბილეთ მასა წყლით.
წონა: 250 გ.
WD-40 უნივერსალური აგენტი იცავს ლითონის ზედაპირებს კოროზიისგან, აღწევს გაყინულ მექანიზმებში, ათავისუფლებს მათ, ზეთავს ლითონის ნაწილებს და კავშირებს.
ძირითადი ფუნქციები: იცავს ლითონის ზედაპირებს კოროზიისგან
ზეთავს ლითონის სახსრებსა და მექანიზმებს, ხელს უშლის ხახუნს
ინარჩუნებს ტენიანობას.
აშორებს ზეთს, ცხიმს, ჭუჭყს და ქმნის დამცავ ფენას.
ათავისუფლებს დაჟანგულ მექანიზმებს, ხელს უწყობს დაჟანგული შესაკრავების დემონტაჟის პროცესს.
ძლიერ წებოვანი შესაზეთი, სიღრმეში კარგად აღწევს, წყალგაუმტარია. იცავს დაჟანგვისა და კოროზიისგან. ამცირებს ხახუნსა და ცვეთას. ხელს უშლის ნადების წარმოქმნას. მდგრადია ცივი, ცხელი და მარილიანი წყლის, ტალახის, თოვლჭყაპის მიმართ. არ ატარებს დენს. აქრობს ჭრიალსა და ჭრაჭუნს.
გამოიყენება მოტოციკლეტებისა და ველოსიპედების ჯაჭვის შესაზეთად სოფლის მეურნეობის დანადგარებში, ამწევ მექანიზმებში, საკეტებში, ასაწევ ფანჯრებში, ჯაჭვიან კონვეიერებში, გადაბმულობებში.
გამოყენება: გაასუფთავეთ დეტალები, მოაშორეთ ჭუჭყი. შეზეთვის შემდეგ აცალეთ აორთქლება.
- 1