Main Menu

Menucool McMenu

ძებნა

ძებნის კრიტერიუმები

 
 
 
 

თქვენი ძიების კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტები

დაალაგეთ:  
რევიტალიზანტი EX120-ი მექანიკური გადაცემათა სისტემისთვის. (XA 10030)

რევიტალიზანტი (EX120) 120%-იანი მოქმედების სიმძლავრით  აღადგენს და იცავს გაცვეთილ მეტალს მექანიკურ გადაცემათა სისტემაში. ის ახდენს ნებისმიერი სახის ნაკაწრისა და გახეხილი ადგილის ამოვსებას (სიჩქარეებში, გადაბმულობებში, გამანაწილებელ ბლოკებში და ა.შ.), აღადგენს სისტემის გეომეტრიას. EX120-ი დაზიანებულ ადგილას წარმოქმნის მეტალ-კერამიკის ფენას, რაც დეტალს იცავს მომავალი ცვეთისგან.

იგი გამოიყენება ნებისმიერი ტიპის მექანიკურ და რობიტიზებულ გადაცემათა სისტემაში, თანმიმდევრულ სიჩქარეთა კოლოფებში და დიფერენციალურ გადაცემებში . მისი მთავარი პლუსია ის, რომ ერთჯერადი დამუშავება საკმარისია  100,000 კმ!

აქტიური აგენტის 20%-ით მეტი შემცველობით, (EX120) რევიტალიზანტიუფრო მეტად ეფექტურია გაცვეთილი ადგილის აღდგენისა და ზედაპირის შემდგომი დაცვისათვის. 1 დასრულებული რევიტალიზაციის ციკლი უზრუნველყოფს დაცვას 62,000 მილზე. XADO-ს რევიტალიზაციის ტექნოლოგია დამოუკიდებლადაა მუშაობაში გამოცდილი და დამტკიცებული.

არ აქვს მნიშვნელობა რა რა კონდიციაში იმყოფება მექანიკური გადაცემათა სისტემა, მაღალი სიმხურვალე და ხახუნი განაპირობებს მეტალის ცვეთას, დაკაწვრას და დროთა განმავლობაში დეფორმაციას.

ზედაპირის დაზიანება ყველაზე მეტად ვლინდება ძლიერი ხახუნის ადგილებში, სადაც მაღალი დატვირთვის პირობებში მასიურად მიმდინარეობს მეტალის ატომების ცვეთა. აქამდე არ არსებობდა გზა ამგარდაუვალი პრობლემის თავიდან აცილებისა.

EX120-ი გადაცემათა კოლოფში ჩასხმისთანავე იწყებს დაკაწრუილი და გაცვეთილი დეტალების აღდგენას. რევიტალიზანტი აღდგენისა და შეკეთების პროცეში კატალიზატორივით მოქმედებს. ის ააქტიურებს კარბონის მეთალის ზედაპირში აბსორბაციის(შეწოვის)  პროცესს, რაც განაპირობებს ზედაპირზე კარბიდული მეტალ-კერამიკის ფენის ფორმირებას. რევიტალიზანტი მოლეკულურ დონემდე აღადგენს მეტალს, ატომიდან ატომამდე. ახალი მტკიცე დამცავი ფენა ფორმირებულია კარბიდისა და მეტალის ნაწილაკების საშუალებით. გამომდინარე იქედან, რომ მას გაჩნია მაქსიმალურად თვითრეგულირებადი  სისქე, მას არ ახასიათებს შედედება. დამცავი მეტალ-კერამიკის ფენა განსაკუთრებით მტკიცედ ფორმირდება  ყველაზე ძლიერი ხახუნის ადგილებში . დამუშავებული მეტალი ახლა უკვე დაფარულია ალმასისებური დამცავი ფენით, რაც დეტალებს უფრო გლუვს და სიცოცხლისუნარიანს ხდის.

დოზირება დამოკიდებულია სისტემაში ზეთის მოცულობაზე.

46.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 5 მდე, ჯამში 5 ( 1 გვერდი)
  • 1