MICHELIN-ის რეგულირებადი უსადენო სმარტფონის დამტენი სწრაფი დატენვის ფუნქციით ავტომატურად არეგულირებს სიმძლავრეს ტელეფონის მოდელის მიხედვით. დამჭერი/სატენი ადვილად ყენდება ყველა ტიპის მანქანაში და გამოიყენება ნებისმიერი სახის სმარტფონისთვის. სხვა ბრენდის დამჭერებისგან განსხვავებით, იგი კარგად იჭერს ყველაზე მძიმე ტელეფონებსაც კი. გააჩნია დაყენების ორი ვარიანტი – რეგულირებადი მკლავი, რომელიც საქარე მინის შიდა მხარეზე მაგრდება და სავენტილაციო სამაგრი. დაყენების ინსტრუქცია: უმეტესობა Android-ს არ სჭირდება სიმაღლის რეგულირება და დამჭერზე დამაგრების შემდეგ ეგრევე იტენება, ხოლო Apple-ის დიდი ზომის სმარტფონებისთვის, საჭიროა უკანა მარეგულირებლით ხრახნის მოშვება.
• უსადენო დამუხტვა
• მუხტავს როგორც Apple-ის, ასევე Android-ის სმარტფონებს.
• ძლიერი დამჭერი იჭერს ისეთ მძიმე ტელეფონებს, როგორიცაა iPhone 14 Pro Max.
• ინფრაწითელი ავტომატური დამჭერები
• სწრაფი დამუხტვა: 15 W / 100 სმ type-c კაბელი
• ძლიერი მისაწოვარი: მაქს. 18 კგ
• დაცვა გადახურებისგან და ჭარბი ძაბვისგან
• დაყენების ორი ვარიანტი
• სიმაღლის რეგულატორი