Main Menu

Menucool McMenu

ძებნა

ძებნის კრიტერიუმები

 
 
 
 

თქვენი ძიების კრიტერიუმების შესაბამისი პროდუქტები

დაალაგეთ:  
ავტოშამპუნი ცვილით. (202)

განკუთვნილია ავტომობილის ყველაზე ჩაკირული საგზაო ჭუჭყის მოსაცილებლად ნებისმიერი სახის ლაქით დაფარულ ზედაპირებიდან, მინებიდან, პლასტიკური და რეზინის დეტალებიდან. შამპუნში შემავალი კარნაუბის ნატურალური ცვილი ქმნის პრიალა აპკს, რომელიც ანიჭებს ზედაპირს წყალგაუმტარ და დამცავ თვისებებს. იცავს ულტრააიისფერი გამოსხივებისგან და სხვა აგრესიული ნივთიერებებისგან. აგრეთვე უზრუნველყოფს ავტომობილის კორპუსის სწრაფ და თანაბარ გაშრობას.

მოხმარების წესი: 100 მლ შამპუნი გავხსნათ 6-8 ლიტრ (1/60 - 1/80) ცივ ან თბილ წყალში. გულდასმით გავრეცხოთ ავტომობილის კორპუსი რბილი ღრუბლით. შემდეგ ქაფი მოვაცილოთ სუფთა წყლით და კარგად გავამშრალოთ გუდიარის ზამშით ან სხვა სუფთა ტილოთი.

ყურადღება! სითხე აარიდეთ თვალებს. თვალში მოხვედრისას დაიბანეთ დიდი ოდენობის წყლით; კანზე მოხვედრისას კანი დაიბანეთ საპნიანი წყლით. არ ჩაყლაპოთ და თუ ჩაგეყლაპათ დაუყონებლივ მიმართედ ექიმს და თან იქონიეთ შამპუნის ბოთლი. საშუალება მოიხმარეთ განიავებად სივრცეში და მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას! არ მოასხათ ცხელ ზედაპირს. არ გაყინოთ.

შემადგენლობა: წყალი >30%, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები (ПАВ) 5-15%, ცვილი <5%, სიბლანტის საშუალება <5%, ფუნქციონალური დანამატები <5%, არომატიზატორი <5%, კონცერვანტი <5%, საღებავი <5%.

წონა: 500მ.ლ.

შენახვის ვადა 36 თვე, გამოშვების თარიღი იხილეთ შეფუთვაზე.

წარმოებულია GOODYEAR - ის შეკვეთით. მწარმოებელი შ.პ.ს. „ელტრანსი“ , რუსეთი.

17.35₾
MICHELIN ცვილი Fast Shine 650მლ (31951)

იდეალურია მანქანის კორპუსის პრიალა იერსახის შესანარჩუნებლად. შექმნილია ყველანაირი ტიპის გარე ზედაპირისთვის, უსაფრთხოა ინტერიერის დეტალებისთვის და რეზინისთვის, არ ტოვებს თეთრ კვალს.
ინსტრუქცია: გამოყენების დროს მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. დარწმუნდით, რომ ძარა გრილია შეხებისას. მანქანის ზედაპირის თითოეულ მონაკვეთზე შეასხურეთ სითხე 20 სმ დაშორებით. სწრაფად გაანაწილეთ სითხე რბილი მიკრობოჭკოვანი ქსოვილით და წმინდეთ გაშრობამდე. რეგულარულად ამოაბრუნეთ და გადაკეცეთ ქსოვილი მშრალ გვერდზე.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი წარმოების თარიღიდან (წარმოების თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).

• გამოდგება ყველა ზედაპირისთვის.
• მარტივად გამოსაყენებელი.
• ტოვებს გლუვ პრიალა ზედაპირს.
• დამცავი პოლიმერები ხელს უშლის მომავალში ჭუჭყის დაგროვებას.
• წინასწარი შეკუმშვის სასხლეტი.
• ბოთლის მოცულობა 650 მლ.

29.00₾
MICHELIN სუპერ კონცენტრირებული მინის მწმენდი სისტემის სითხე 250მლ - ლიმონი (31975)

 სუპერ კონცენტრირებული მინის სარეცხი საშუალება უნარჩუნებს საქარე მინას ცქრიალა სისუფთავეს. იდეალურია ყველაზე რთულად მოსაშორებელი მწერების და გზის ჭუჭყის გასაწმენდად. შეზავებისას პროპორციით 1:100, წარმოიქმნება 25 ლიტრი შესასხურებლად მზა სითხე. მეტი კომფორტისთვის დააყენეთ MICHELIN-ის საქარე მინის მწმენდები.
ინსტრუქცია: გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფრთხილად. მოუშვით თავსახურის ხრახნი, შემდეგ ოდნავ მოუჭირეთ ფლაკონის ქვედა ნაწილს, სანამ დოზირების თავსახური არ გაივსება. მოხსენით თავსახური მთლიანად და ჩაასხით შიგთავსი საქარე მინის მწმენდ სისტემაში. შეავსეთ რეზერვუარი დაახლოებით 2,5 ლიტრი წყლით.
ვარგისიანობის ვადა - 5 წელი წარმოების თარიღიდან (წარმოების თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).

• უშლის საქარე მინის მწმენდის სარეცხ სისტემაში ნადების წარმოქმნას.
• აშორებს ჭუჭყს და მწერებს.
• ბოთლის მოცულობა 250 მლ.

19.00₾
MICHELIN Pro Series კერამიკული ცვილი 500მლ (33580)

   გამოყენების დროს მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. ზოლებად დაასხურეთ სითხე გრილ, სუფთა, მშრალ ზედაპირზე და დაამუშავეთ მიკრობოჭკოვანი ტილოთი. შემდეგ აიღეთ სუფთა მიკრობოჭკოვანი ტილო და გააპრიალეთ.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი წარმოების თარიღიდან (წარმოების თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).

MICHELIN Pro Series კერამიკული ცვილი არის მაღალი ხარისხის აგენტით Si02 გაჯერებული სპეციალური ფორმულა, რომელიც ქმნის პრიალა და ჰიდროფობურ ბარიერს მანქანის ძარაზე. ეს ჰიდროფობური კერამიკული ცვილი იცავს საღებავს გარე გავლენისგან. მისი გამოყენება და წასმა ძალიან მარტივია და უზრუნველყოფს წარმოუდგენელ ბზინვარებას.
დამატენიანებელი თვისების გარდა, MICHELIN Pro Series Ceramic Wax ასევე ადვილად გამოსაყენებელია და ხანგრძლივ ეფექტს იძლევა.
მოცულობა: 500 მლ.

89.00₾
MICHELIN შამპუნი და ცვილი 250მლ (32217)

  გამოყენებამდე გარეცხეთ მანქანა უბრალო წყლით. შეანჯღრიეთ ბოთლი. 10 ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 30 მლ შამპუნი და აურიეთ. გარეცხეთ მანქანა რბილი ღრუბლით/სარეცხი ხელთათმანით. გაამშრალეთ ზამშით ან მიკრობოჭკოვანი ტილოთი.
ვარგისიანობის ვადა - 24 თვე წარმოების თარიღიდან (წარმოების თარიღი დაბეჭდილია შეფუთვაზე).

• ბიოდეგრადირებადი.
• წმინდავს, ანიჭებს ბზინვარებას და იცავს მანქანის ზედაპირს სხვადასხვა ზემოქმედებებისგან.
• ფორთოხლის არომატი.
• ბოთლის მოცულობა 250 მლ.

15.00₾
გვერდზე      ნაჩვენებია 1 დან 7 მდე, ჯამში 7 ( 1 გვერდი)
  • 1