www.AutoCare.ge ონლაინ მაღაზია გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ და გაეცნოთ წესებს და პირობებს სანამ გამოიყენებთ კომპანია აუტო ქეარ -ის ვებგვერდს და მასზე არსებულ სერვისებს. ჩვენს სისტემაში შესვლით ან ჩვენი მომსახურების გამოყენებით თქვენ ავტომატურად გამოხატავთ თანხმობას კომპანიის მიმდინარე პირობებზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენი პირობის რომელიმე ნაწილს მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სისტემით და ჩვენი სერვისით სარგებლობას.
www.autocare.ge ეს არის კომერციული პლატფორმა (ინტერნეტ მაღაზია), რომელიც აძლევს მომხმარებლებს შესაძლებლობას შეძინონ ავტომობილის მოვლის საშუალებები, ავტონაწილები, ხელის იარაღები და სხვა სახის საშუალებები, ონლაინ. ონლაინ მაღაზიით სარგებლობის სტანდარტული პირობები
1. ზოგადი დებულებანი
1.1 ონლაინ მაღაზიას უფლება აქვს ნებისმიერ დროს დაამუშაოს მომწოდებლის მიერ საიტზე განთავსებული / ატვირთული პროდუქტის ვიზუალური მხარე ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მისი ნახვა ნებისმიერი სახის მოწყობილობიდან თუ სხვადასხვა სახის აპლიკაციებიდან.
1.2 ონლაინ მაღაზია პროდუქტის ვებგვერდზე განთავსებამდე შეძლებისდაგვარად ახდენს მომწოდებლის გადამოწმებას, თუმცა კომპანია აუტო ქეარ -ი ვერ გასცემს გარანტიას მომწოდებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე. მომხმარებელი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. მომხმარებლის წინაშე მხოლოდ გამყიდველია პასუხისმგებელი მის მიერ განთავსებული პროდუქტის მახასიათებლების სიზუსტეზე.
1.3 ონლაინ მაღაზია იტოვებს უფლებას და შესაბამისად მომწოდებელი წინასწარ აძლევს თანხმობას, მასზედ რომ ონლაინ მაღაზიამ საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს წინამდებარე სტანდარტული პირობების ცვლილებები ან დამატებები ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერ დროს, მომწოდებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე. თავის მხრივ კომპანია მომწოდებელს შეტანილი ცვლილებების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. იმ შემთხვევაში თუ მომწოდებელი არ დაეთანხმება განახლებულ პირობებს, კომპანია იტოვებს უფლებას შეწყვიტოს მასთან თანამშრომლობა.
1.4 მომწოდებელს არ აქვს უფლება ისარგებლოს წინამდებარე ონლაინ მაღაზიის მომსახურებით, თუ არ არის ქმედუნარიანი გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.
1.5 აკრძალულია აწარმოო და გაავრცელო სპამის შემცველი ინფორმაციები, ვირუსები, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს, როგორც ონლაინ მაღაზიას, ასევე მის მომხმარებელს.
2. მომწოდებლის რეგისტაცია, მისი ძირითადი უფლებები და ვალდებულებები
2.1 მომსახურების მიღების მიზნით მომწოდებელი ვალდებულია განახორციელოს საიტზე რეგისტრაცია, ამისთვის მან უნდა შეავსოს რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა აუცილებელი ველი.
2.2 რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება ხელშეკრულების სტანდარტული პირობების მიღების / დადასტურების შემდეგ.
2.3 მომწოდებელი ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე რეგისტრაციის გზით აცხადებს თანხმობას და იძლევა გარანტიას, რომ სარეგისტრაციო ფორმით გაგზავნილი ინფორმაცია არის უტყუარი, ზუსტი, უახლესი და სრული.
2.4 მომწოდებელი ვალდებულია იზრუნოს ამ ინფორმაციის პერიოდულად განახლებაზე. მათი უტყუარობის, სიზუსტის, სიახლის და სისრულის უზრუნველყოფაზე.
2.5 მომწოდებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ მისამართზე (ელექტრონულ ან/და სხვა მისამართზე) გაგზავნილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია ითველება ჩაბარებულად.
2.6 მომწოდებელი ვალდებულია გასაყიდი პროდუქცია ატვირთოს შესაბამისი მახასიათებლის კატეგორიაში, განახორცილოს მათი დასურათება, ტექნიკური მახასიათებლების შეყვანა, (ფერი, ზომა, მოცულობა, წონა და ა.შ.), მიუთითოს გადახდისა და გამოგზავნის პირობები სრულად.
2.7 მომწოდებელი ვალდებულია განუხრელად დაიცვას მოქმედი კანონმდებლობა და მესამე პირის უფლებები. მომწოდებელს უფლება არ აქვს მოახდინოს სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული, კანონით აკრძალული საქონელის რეალიზაცია (მათ შორის ისეთი პროდუქტის რეალიზაცია, რომელიც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას/ლიცენზიას).
2.8 მომწოდებელი ონლაინ მაღაზიის სერვისებით სარგებლობის დროს იძლევა გარანტიას, რომ არ გამოაქვეყნებს / ატვირთავს ისეთ პროდუქტს, პოსტებს/ შეფასებებს, რომელიც: დაარღვევს მესამე პირების უფლებებს, იქნება მცდარი, შეცდომაში შემყვანი, ცილისმწამებლური.
2.9 აკრძალულია რამდენიმე ანგარიშის გახსნა იმ მიზნით, რომ განახორციელო პროდუქციის ფასის მანიპულირება.
2.10 იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებლის მიერ სრულად და ჯეროვნად არ შესრულდება წინამდებარე სარგებლობის წესებით დადგენილი პირობები და დებულებები ან თუ განხორციელდება ისეთი ქმედება, რომელიც არღვევს მოქმედ კანონმდებლობას ან სხვა მომხმარებლების ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის ინტერესებს ონლაინ მაღაზია უფლებამოსილია:
• დაბლოკოს ანგარიში (დროებით, საბოლოოდ).
• გაუზარდოს გადასახადები კონკრეტულ მომწოდებელს.
• შეუზღუდოს მომსახურების მიღება.
• მიმართოს სხვა ყველა საჭირო ზომებს.
2.11 ონლაინ მაღაზია იტოვებს უფლებას გააუქმოს დიდი ხნის განმავლობაში უმოქმედოდ მყოფი მომწოდებლის ანგარიში.
2.12 მომწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ ვებგვერდზე autocare.ge განათავსებს მხოლოდ ახალ და არა მეორად პროდუქტს / პროდუქტებს.
2.13 მომწოდებელი ვალდებულია ყველა გასაყიდ პროდუქციას სწორად მიუთითოს წონა (თუ პროდუქტი შეფუთულია ან კომპლექტში მოყვება სხვა დეტალები, მომწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს შეფუთული პროდუქტის ან მასში შემავალი სხვა მაკომპლექტებელების წონა).
მისაწოდებელი პროდუქტის საფასური ძირითადად განისაზღვრება წონის მიხედვით, ამის გათვალისწინებით თუ მომწოდებელმა არასწორად მიუთითა პროდუქტის წონა და მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესი, მომწოდებელი ვალდებულია საკურიერო კომპანიას აუნაზღაუროს პროდუქტის მიწოდების საფასური ან დაფაროს არსებული სხვაობა.
3. ონლაინ მაღაზიასა და მომწოდებლის შორის კომუნიკაციის საშუალებები
3.1 ონლაინ მაღაზია უფლებას იტოვებს მომწოდებელს დაუკავშირდეს რეგისტრაციის დროს მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე, შემდეგი მიზნებისათვის:
• მიაწოდოს ინფორმაცია ანგარიშის თაობაზე.
• დროულად მოხდეს მომწოდებლის ანგარიშთან დაკავშირებული გარკვეული ხარვეზისა თუ პრობლემის აღმოფხვრა.
• მიაწოდოს ინფორმაცია გადასახადის/დავალიანების არსებობისა და მათი დროული დაფარვის თაობაზე.
• გამოკითხვის ჩატარების, თუ ნებისმიერი სხვა მარკეტინგული მიზნებისათვის.
3.2 ონლაინ მაღაზიას უფლება აქვს ვებ გვერდზე დაფიქსირებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე მაღაზიის მიერვე განსაზღვრული პერიოდულობით, განახორციელოს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა, მანამ სანამ მომწოდებლისგან / მომხმარებლისგან არ მიიღებს სხვაგვარ წერილობით მითითებას.
3.3 განსაკუთრებული მიზნებისათვის, მათ შორის სერვისის გაუმჯობესების მიზნით ონლაინ მაღაზია იტოვებს უფლებას, რომ ჩაიწეროს მომწოდებელთან / მომხმარებელთან არსებული სატელეფონო საუბრები.
3.4 ონლაინ მაღაზიის საიტზე რეგისტრაციით იგულისხმება, რომ მომწოდებელი ანიჭებს ონლაინ მაღაზიას უფლებას, წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე გადასცეს მომწოდებლის საკონტაქტო ან/და პერსონალური მონაცემები სხვა ნებისმიერ მესამე პირს შემდეგი მიზნებისთვის:
• პროდუქტზე ინფორმაციის მისაღებად.
• შეკვეთის განსახორციელებლად.
• შეკვეთილ პროდუქტთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გასარკვევად.
თუ ამას მოითხოვს საქართველოს ან საერთაშორისო კანონმდებლობა, ან სახელმწიფო ორგანოები თუ ისინი მოქმედებენ კანონის დაცვით.
4. ღირებულება
4.1 მომწოდებლებთან მომსახურების საკომისიო განსაზღვრულია ინდივიდუალურად და წარმოადგენს შეთანხმების საგანს მომწოდებელსა და კომპანია აუტო ქეარ -ს შორის.
4.2 აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ხდება ინდივიდუალურად ყველა მომწოდებელთან ცალკე დოკუმენტით, დანართის სახით.
5. ანგარიშსწორება მხარეებს შორის
ანგარიშსწორებისას მყიდველის მიერ გადახდილი მომსახურების / საქონლის სრული თანხა (ტრანსპორტირების თანხის ჩათვლით) ჩაირიცხება კომპანია აუტო ქეარ -ის (შუამავლის) სატრანზიტო ანგარიშზე. რომელიც თავის მხრივ გამყიდველთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული თანხის გადახდის გრაფიკის მიხედვით უზრუნველყოფს მისაღები თანხებისა და ვალდებულებების გადახურვას, რომლის საფუძველს წარმოადგენს მხარეების მიერ რეგისტრაციის დროს დადასტურებული წესები და პირობები. (178 მუხლი, საგადასახადო კოდექსი)
იმ შემთხვევაში თუ გამყიდველი და მყიდველი წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გამოუწეროს სასაქონლო ზედნადები და ანგარიშფაქტურა.
კომპანია ვალდებულია წარმატებით განხორციელებული შეკვეთის შემთხვევაში დადგენილ ვადებში მოახდინოს მომწოდებელთან ანგარიშსწორება.
6. საქონლის რეალიზაციის პირობები
6.1 საქონლის რეალიზაციის დროს იგულისმხება, რომ მომწოდებელი გაცნობილია სრულად და ჯეროვნად საქონლის რეალიზაციის პირობებსა და ვალდებულებებს და აცხადებს თანხმობას გააფორმოს შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება.
6.2 ონლაინ მაღაზიის ჩარევის გზით არ ხდება საკუთრების უფლების გამყიდველიდან მყიდველზე გადაცემა.
6.3 ონლაინ მაღაზიას უფლება აქვს შექმნას კატალოგი, რომელიც მოიცავს საიტზე განთავსებული პროდუქტების სურათებს მახასიათებლებით. აღნიშნული კატალოგით სარგებლობის უფლება გააჩნია ონლაინ მაღაზიის მომხმარებელს.
6.4 ონლაინ მაღაზია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს ონლაინ კატალოგით სარგებლობის წესი ან საერთოდ გააუქმოს იგი.
7. მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების წესები
7.1 ონლაინ მაღაზიის ვებგვერდზე უპრობლემოდ ხორციელდება ყიდვა/გაყიდვები, თუმცა იმ შემთხვევაში თუ წარმოიქმნება გარკვეული სახის პრობლემები, ონლაინ მაღაზია მზად არის პირველივე მომართვისთანავე გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და დახმარება გაუწიოს მომხმარებლებს.
7.2 მომწოდებელი (გამყიდველი) ვალდებულია გაყიდული საქონლის მყიდველზე ჩაბარების მომენტში ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებლის მხრიდან საპრეტენზიო შეტყობინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში მოახდინოს ახლი საქონლით შეცვლა, ხოლო აღნიშნულის ვერ შესრულების შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მომხმარებლის (მყიდველის) სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია წუნდებული საქონლის სხვა იგივე ფასიანი ან ფასის დამატების შემთხვევაში სხვა ნივთით ჩანაცვლება.
7.3 საქონლის ფასი არ მოიცავს გაგზავნის ხარჯს. აღნიშნულის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მომხმარებელს (მყიდველს), ან საქონელზე მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.
7.4 აკრძალულია კომპანიის ანგარიშის მხოლოდ სარეკლამო მიზნებით გამოყენება.
7.5 მომწოდებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასწარი გაფრთხილების შემდეგ მისაწოდებელი პროდუქცია მოამზადოს და კურიერს დაახვედროს გამზადებული, რათა კურიერს არ მოუწიოს ლოდინი.
7.6 საკუთარი სახსრებით მიწოდების სერვისის დროს მომწოდებელი ვალდებულია შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, ხელი მოაწერინოს მომხმარებელს და ელექტრონული ფოსტით მიაწოდოს ონლაინ მაღაზიას.
7.7 იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა (მყიდველმა) შეძენის მომენტში შეცდომით მიუთითა სასურველი პროდუქციის მახასიათებლები, მომწოდებელი ვალდებულია გადაცვალოს შეძენილი პროდუქტი სასურველ პროდუქტში იმ შემთხვევაში თუ:
• მომხმარებელი გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების და ახალი შეკვეთის საფასურს და ამავდროულად შესაძენი სასურველი მოდელის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება მომწოდებლის მაღაზიაში;
• იმ შემთხვევაში თუ გადასაცვლელი პროდუქციის ნაშთი არ იძებნება მომწოდებლის მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და ეძლევა შესაძლებლობა შეიძინოს სხვა სასურველი მოდელის პროდუქცია არსებული თანხის (გადახდილი) ლიმიტის ფარგლებში
• იმ შემთხვევაში თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი აღემატება შეცდომით შეძენილი პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ გადაცვლილი პროდუქციის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზე, მოხდება არსებული სხვაობის უკან დაბრუნება.
7.8 იმ შემთხვევაში, თუ მომწოდებელმა შეცდომით გააგზავნა შეკვეთილი პროდუქტი, მომწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შეცდომით გაგზავნილი პროდუქტის უკან ტრანსპორტირება და მისი შეკვეთილი პროდუქტით ჩანაცვლება საკუთარი სახსრებით.
8. პასუხისმგელობის შეზღუდვა
8.1 ონლაინ მაღაზია დიდ ყურადღებას აქცევს ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ვებგვერდის ტექნიკურ გამართულობას.
8.2 ონლაინ მაღაზია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.
8.3 ონლაინ მაღაზია არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას გადმოცემული ინფორმაციის დაგვიანებაზე, შეუსრულებლობაზე, შეცდომებზე ან დაკარგვაზე.
8.4 ონლაინ მაღაზიამ გადადგა ყველა გონივრული ნაბიჯი იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინტერნეტ თაღლითობა და უზრუნველყოფილი იყოს მომწოდებლის / მომხმარებლის პირადი მონაცემების მაქსიმალური უსაფრთხოება.
8.5 ონლაინ მაღაზია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებელთა რეკვიზიტებისა თუ მათ მიერ გამოქვეყნებულ პროდუქტის/საქონლის მახასიათებლის სისწორეზე, სინამდვილეზე, სანდოობაზე ან სისრულეზე.
9. კომპენსაცია
9.1 მომწოდებელი ონლაინ მაღაზიის საიტზე რეგისტრაციის გზით აცხადებს წინასწარ თანხმობას და იძლევა გარანტიას მასზედ, რომ: სრულად აუნაზღაურებს ონლაინ მაღაზიის მფლობელ, შვილობილ ან აფილირებულ კომპანიებს, მათ მესაკუთრეებს, დირექტორებს, თანამშრომლებს, აქციონერებს და მეწილეებს ყოველგვარი ზიანს, ზარალს, დანახარჯს, მათ შორის, ადვოკატის მომსახურების გონივრულ ხარჯს, იმ შემთხვევაში თუ ასეთი ზიანი, ზარალი ან დანახარჯი დადგება მომწოდებლის
მიერ წინამდებარე სარგებლობის წესებით განსაზღვრული პირობებისა და დებულებების არასრული და არაჯეროვანი შესრულების შედეგად.
10. მოქმედი კანონმდებლობა&
10.1 ონლაინ მაღაზიით სარგებლობის წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია ონლაინ მაღაზიის სერვისებით სარგებლობასთან, (ასევე ამ სარგებლობის წესების დებულებებთან) უნდა წარედგინოს სასამართლოს.
10.2 მომწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ წინამდებარე წესების ყველა პირობა მისთვის გასაგებია და იგი იღებს მათ უპირობოდ და სრული მოცულობით.